ყოველთვის მზად ვარ სიახლეებისა და გამოწვევებისთვის და არ ვუშინდები არანაირ წამოწყებას. 2013 წელს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა პროექტების კონკურსში „პარტნიორები განათლებაში – საქართველოს ფორუმი 2013“ ორი პროექტით და ორივე პროექტით გავიმარჯვე.
მასწავლებელი-ექსპერტი
Dear Expert Educator,
Congratulations! You have been selected by Microsoft to be a part of the very first class of Expert Educators! This process was very competitive – you were chosen from over 23,000 educators in over 150 countries from around the world. Your application, learning activity, and video were outstanding. We are proud to have you as a part of this incredible group of educators.

ასე გავიგე ჩემი გაექსპერტების ამბავი, რომელმაც უზომოდ გამახარა და საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დამეთანხმებით, 150 ქვეყნის 23 000 მასწავლებელს შორის რომ გამოგარჩევენ შენი მუშაობით და მსოფლიოს იმ 250 პედაგოგთა რიცხვში მოხვდები, რომლებმაც ბარსელონაში, განათლების მსოფლიო ფორუმზე, საკუთარი ქვეყანა უნდა წარადგინონ, ნამდვილად საამაყოა!
ფორუმი ორგანიზებულია „Microsoft“-ის მიერ და მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო.
მეც, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, ამაყი ვარ! ვამაყობ თეა ნონიკაშვილისა და მარეხი ბასილიძის მიღწევებითაც, რომლებთან ერთადაც მივემგზავრები ესპანეთში. იმედი მაქვს, დიდ გამოცდილებას მივიღებთ ამ ფორუმზე და უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას დაბრუნების შემდეგ.
მადლობა ყველას, ვისაც შეუძლია, დაინახოს და დააფასოს მასწავლებლის მონდომება! მადლობა ყველას, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა!

მას შემდეგ, რაც დავბრუნდი ბარსელონას განათლების მსოფლიო ფორუმიდან შევქმენი ბლოგი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ Global Forum-ზე.
0 коммент.:
Отправить комментарий