რუსუდან გონაშვილი

вторник, 13 января 2015 г.

понедельник, 12 января 2015 г.

MIEExpert Global Steel Logo


ყოველთვის მზად ვარ სიახლეებისა და გამოწვევებისთვის და არ ვუშინდები არანაირ წამოწყებას. 2013 წელს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა პროექტების კონკურსში „პარტნიორები განათლებაში – საქართველოს ფორუმი 2013“  ორი პროექტით და ორივე პროექტით გავიმარჯვე. 
მასწავლებელი-ექსპერტი
Dear Expert Educator,
Congratulations! You have been selected by Microsoft to be a part of the very first class of Expert Educators! This process was very competitive – you were chosen from over 23,000 educators in over 150 countries from around the world. Your application, learning activity, and video were outstanding. We are proud to have you as a part of this incredible group of educators.
ასე გავიგე ჩემი გაექსპერტების ამბავი, რომელმაც უზომოდ გამახარა და საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დამეთანხმებით, 150 ქვეყნის 23 000 მასწავლებელს შორის რომ გამოგარჩევენ შენი მუშაობით და მსოფლიოს იმ 250 პედაგოგთა რიცხვში მოხვდები, რომლებმაც ბარსელონაში, განათლების მსოფლიო ფორუმზე, საკუთარი ქვეყანა უნდა წარადგინონ, ნამდვილად საამაყოა!
ფორუმი ორგანიზებულია „Microsoft“-ის მიერ და მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო.
მეც, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, ამაყი ვარ! ვამაყობ თეა ნონიკაშვილისა და მარეხი ბასილიძის მიღწევებითაც, რომლებთან ერთადაც მივემგზავრები ესპანეთში. იმედი მაქვს, დიდ გამოცდილებას მივიღებთ ამ ფორუმზე და უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას დაბრუნების შემდეგ.
მადლობა ყველას, ვისაც შეუძლია, დაინახოს და დააფასოს მასწავლებლის მონდომება! მადლობა ყველას, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა!
მას შემდეგ, რაც დავბრუნდი ბარსელონას განათლების მსოფლიო ფორუმიდან შევქმენი ბლოგი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ   Global Forum-ზე.

მე


    “მე- ეს არის პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი….. მე – არ არის განყენებული რამ, ისევე, როგორც მე არ ვარ განყენებული არსება…როცა დილით სარკეში ვიხედები, ვხედავ ჩემს ორეულს. ეს მე ვარ! მე, ჩემი გარეგნული ელფერით. მაგრამ შინაგანად როგორი ვარ- კარგი, ცუდი, კეთილი თუ ავი? ამის დასანახად კი არსებობენ: შენ, ის, თქვენ, ისინი… “
დღემდე ვფიქრობ, როგორი ვარ, არა იმიტომ, რომ სხვას მოვაწონო თავი, არა, მაამებლობა არასოდეს მჩვეოდა, უბრალოდ, ჩემს თავს ვეძებ, სარკეში დანახულ ორეულს მიღმა მსურს, აღმოვაჩინო ჩემი “მე” და ჯერ ვერაფერს გავხდი…
ცოტა ხნის წინ ბავშვობისდროინდელი რვეული აღმოვაჩინე,რომლის ფურცლებმაც მოგონებებთან ერთად ბევრი კითხვაც გამიჩინა… არ ვიცი, რატომ შევინახე, მაგრამ  გადავიკითხე ბავშობისდროინდელი ნაწერი და მივხვდი, რომ არ შევცვლილვარ, ისეთივე მეამბოხე სულის და მუდამ რაღაცის მაძიებელი ვარ, როგორც მაშინ, მოსწავლეობისას… ესეც ჩანაწერი თუ მონოლოგი: “ბავშვობიდან გმირობის ჩადენის სურვილი არ მასვენებდა. ჩემი ფიქრები სულ გმირობაზე ოცნებით იწყებოდა და მთავრდებოდა… თქვენი გმირობა სწავლა არისო, გვეუბნებოდნენ სკოლაში. ლოზუნგიც კი გაგვიკრეს. კი, რატომაც არა, ვსწავლობდით, ვისაც შეგვეძლო და ვინც გულს ვუდებდით, ერთმანეთს სწავლაში არ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ჩემზე სიტყვა არავის დასცდენია, გმირიაო…” კიდევ სინდისზე მიფიქრია ბევრი: “სინდისი! რა არის სინდისი და როგორ უნდა გაყიდოს ის ადამიანმა? სულხან-საბას ასე აქვს განმარტებული სიტყვა ” სინდისი”- იაგუნდი. იაგუნდი კი თვალია პატიოსანი ( ოჰ, ძვირი ღირებულა სინდისი ! )….” ბევრი ვიხალისე, უამრავი საფიქრალი მქონია ბავშობაში, როგორც აღმოჩნდა, მერე გული დამწყდა, როცა მივხვდი ,რომ ამ ბოლო დროს მხოლოდ მიწიერი ოცნებებ-ფიქრებიღა შემომრჩა და აღარც გმირობა მინდა…
ბავშვობიდან განმარტოვების, კითხვისა და ხატვის სიყვარული შემომრჩა მხოლოდ, ეს დავადგინე, ამაზე მივიღე პასუხი, მაგრამ ვინ ვარ ,როგორი ვარ, ამაზე პასუხს ჯერ კიდევ ვეძებ.
პ.ს. რატომ შევაფასე ძვირად სინდისი ბავშვობისას? რა ვიცოდი მაშინ, რა ღირდა იაგუნდი? ეს კითხვები დამატებით გამიჩინა ამ ფურცლებმა :)  ესეც ბავშვობიდან შემორჩენილი გატაცება, რომლისთვისაც ვეღარ ვიცლი: როცა ძალიან ვიღლები

ბიოგრაფიული ცნობები

  • პირადი ინფორმაცია :

    სახელი/გვარი: რუსუდან გონაშვილი
    დაბადების თარიღი: 23/05/1972
    საკონტაქტო ინფორმაცია: ქ .დედოფლისწყარო , მეგობრობის მეორე შესახვევი, კორპუსი 38. ბინა 1.
    T _ 5 77 38 75 --  e-mail : rusagonashvili@gmail.com; rusagonashvili@hotmail.com
    განათლება:
    თარიღი: 1990-1996 წ .
    ორგანიზაციის დასახელება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
    ფაკულტეტი: ფილოლოგიის ფაკულტეტი .
    კვალიფიკაცია: ფილოლოგი , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (დიპლომის ნომერი A № 02697).
    სამუშაო გამოცდილება :
    თარიღი: 1997 წლიდან დღემდე .
    დამსაქმებელი: ხორნაბუჯის საჯარო სკოლა .
    თანამდებობა: მასწავლებელი .
    მოკლედ ჩემ შესახებ
  • დამთავრებული მაქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაქვს მაგისტრის ხარისხი და პედაგოგად მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2010 წელსვე გავედი სასერთიფიკაციო გამოცდებზე და გავხდი სერთიფიცირებული პედაგოგი. საფუძვლიანდ ვარ გაცნობილი და ვიცი სამართლებლივი აქტები, მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსი, ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი... ვარ მეგობრული, მიზანდასახული, კომუნიკაბელური ადამიანი. ჩემთვის უცხო არ არის სხვისი თანაგანცდა და დახმარების სურვილი.
    სრულყოფილად ვფლობ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს. დამთავრებული მაქვს სასწავლო ცენტრ „ სპექტრის“ კომპიუტერის შემსწავლელი კურსი: „ პერსონალური კომპიუტერი თანამედროვე ოფისში“, ვიცი : Word, Internet, Ofen Office, PowerPoint. ასევე ვფლობ რამდენიმე ათეულ საგანმანათლებლო პროგრამას.
    ვარ მაიქროსოფტ ექსპერტ მასწავლებელი 2014, ექსპერტ ინოვატორ მასწავლებელი 2015, განათლების გლობალური ფორუმის მონაწილე ბარსელონაში მსოფლიოს 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, ვარ მაიქროსოფტ ტრენერი, გავლილი მაქვს მაიქროსოფტის რამდენიმე ონლაინ საგამოცდო კურსი და მიღებული მაქვს ამ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ვთანამშრომლობ მაიქროსოფტ საქართველოსთან და მათი დახმარებითა და თანადგომით, ვცდილობ, ქართველ მასწავლებლებს გავაცნო მსოფლიო საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სიახლეები და დავეხმარო მათ ათვისებასა და სასწავლო პროცესში გამოყენება -დანერგვაში.
    ჩაბარებული მაქვს საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა, მაქვს ამ ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
    გავლილი მაქვს სსიპ „ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი :
    „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ( I და II დონე),
    ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის: ",,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“,
    ტრენინგი:" ვიდეო, როგორც სასწავლო მეთოდი",
    ტრენინგი: საერთაშორისო, თანამშრომლობითი ინტერნეტ - პროექტები სასწავლო პროცესში"'
    ტრენინგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის: „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება.“
    ტრენინგი: "edmodo" - ვირტუალური საკლასო ოთახი.
    ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განთლების პროექტების მიერ ჩატარებული ტრენინგი თემაზე: " ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული სწავლება".
    სრულყოფილად ვფლობ რუსულ ენას, ინგლისურს-საშუალოდ.

მოკლედ ჩემ შესახებ