“მე- ეს არის პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი….. მე – არ არის განყენებული რამ, ისევე, როგორც მე არ ვარ განყენებული არსება…როცა დილით სარკეში ვიხედები, ვხედავ ჩემს ორეულს. ეს მე ვარ! მე, ჩემი გარეგნული ელფერით. მაგრამ შინაგანად როგორი ვარ- კარგი, ცუდი, კეთილი თუ ავი? ამის დასანახად კი არსებობენ: შენ, ის, თქვენ, ისინი… “
დღემდე ვფიქრობ, როგორი ვარ, არა იმიტომ, რომ სხვას მოვაწონო თავი, არა, მაამებლობა არასოდეს მჩვეოდა, უბრალოდ, ჩემს თავს ვეძებ, სარკეში დანახულ ორეულს მიღმა მსურს, აღმოვაჩინო ჩემი “მე” და ჯერ ვერაფერს გავხდი…
ცოტა ხნის წინ ბავშვობისდროინდელი რვეული აღმოვაჩინე,რომლის ფურცლებმაც მოგონებებთან ერთად ბევრი კითხვაც გამიჩინა… არ ვიცი, რატომ შევინახე, მაგრამ გადავიკითხე ბავშობისდროინდელი ნაწერი და მივხვდი, რომ არ შევცვლილვარ, ისეთივე მეამბოხე სულის და მუდამ რაღაცის მაძიებელი ვარ, როგორც მაშინ, მოსწავლეობისას… ესეც ჩანაწერი თუ მონოლოგი: “ბავშვობიდან გმირობის ჩადენის სურვილი არ მასვენებდა. ჩემი ფიქრები სულ გმირობაზე ოცნებით იწყებოდა და მთავრდებოდა… თქვენი გმირობა სწავლა არისო, გვეუბნებოდნენ სკოლაში. ლოზუნგიც კი გაგვიკრეს. კი, რატომაც არა, ვსწავლობდით, ვისაც შეგვეძლო და ვინც გულს ვუდებდით, ერთმანეთს სწავლაში არ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ჩემზე სიტყვა არავის დასცდენია, გმირიაო…” კიდევ სინდისზე მიფიქრია ბევრი: “სინდისი! რა არის სინდისი და როგორ უნდა გაყიდოს ის ადამიანმა? სულხან-საბას ასე აქვს განმარტებული სიტყვა ” სინდისი”- იაგუნდი. იაგუნდი კი თვალია პატიოსანი ( ოჰ, ძვირი ღირებულა სინდისი ! )….” ბევრი ვიხალისე, უამრავი საფიქრალი მქონია ბავშობაში, როგორც აღმოჩნდა, მერე გული დამწყდა, როცა მივხვდი ,რომ ამ ბოლო დროს მხოლოდ მიწიერი ოცნებებ-ფიქრებიღა შემომრჩა და აღარც გმირობა მინდა…
ბავშვობიდან განმარტოვების, კითხვისა და ხატვის სიყვარული შემომრჩა მხოლოდ, ეს დავადგინე, ამაზე მივიღე პასუხი, მაგრამ ვინ ვარ ,როგორი ვარ, ამაზე პასუხს ჯერ კიდევ ვეძებ.
პ.ს. რატომ შევაფასე ძვირად სინდისი ბავშვობისას? რა ვიცოდი მაშინ, რა ღირდა იაგუნდი? ეს კითხვები დამატებით გამიჩინა ამ ფურცლებმა როცა ძალიან ვიღლები ესეც ბავშვობიდან შემორჩენილი გატაცება, რომლისთვისაც ვეღარ ვიცლი:

0 коммент.:
Отправить комментарий